20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა და აუდიტორიას ფაკულტეტის წლის მთავარი მიღწევები გააცნო.
აღინიშნა უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის აუდიტორიის გახსნა, რომელზეც ინიციატივის ავტორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა. დღის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ჟიული შარტავას შესახებ მომზადებული სიუჟეტების საპრიზო ადგილის მფლობელი კონკურსანტები. აღნიშნულ კონკურში პირველი ადგილი დაიკავეს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა, ლილე სვანაძემ და გიორგი ფანცულაიამ. ჯილდო მათ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა გადასცა.
ფოტოკონკურსში - „საერთაშორისო მეგობრობა CIU-ში“ - დაჯილდოვდნენ „საუკეთესო ფოტოხედვის“ ნომინაციაში გამარჯვებული, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ირაკლი შარია და „საუკეთესო ფოტოიდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გურამ ლილუაშვილი. აღსანიშნავია, რომ გურამ ლილუაშვილი გახდა ასევე ესსეების კონკურსის გამარჯვებული თემაზე: „დემოკრატია და თავისუფლება“. აღნიშნული ჯილდო მას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ გადასცა.
ღონისძიებაზე წარადგინეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა მიერ მომზადებული ჟურნალი - „ლაკმუსი“ - ლექტორ ციცინო ბუკიას ხელმძღვანელობით, აუდიტორიის წინაშე კი ლექტორთან ერთად წარდგნენ სტუდენტთა მიერ მოწვეული რესპოდენტები: „სთორის“ მენეჯერი, ნინო თოიძე და მასწავლებელი, ეკატერინე ტორჩინავა. ფეისბუქგვერდ „ლაკმუსის“ შექმნისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გიორგი ფანცულაია.
ჟურნალისტიკის მიმართულებით წლის მიღწევებზე ისაუბრა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ზაზა ცოტნიაშვილმა. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ამერიკულ დეპოლის უნივერსიტეტთან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფაკულტეტმა შეიცვალა სახელწოდება - „სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი“ გახდა „სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი“. აღნიშნულის მიზეზია, ფაკულტეტზე ახალი საბაკალავრო პროგრამის - „ინგლისური ენა ლიტერალურა“ - დამატება. ღონისძიებაზე ახალი საბაკალავრო პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა ლექტორმა, ნანა პარინოსმა.
ღონისძიებაზე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა, ნანა პარინოსის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ინგლისურენოვანი იმიტირებული დადგმა თემაზე: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მიზნები და ამოცანები“. აღნიშნული თემატიკის წარდგენაში ჩართული იყვნენ სტუდენტები: ნანო გალანტია, ქეთი ბიძინაშვილი, ქეთევან იმნაიშვილი, ნოდარ კოპაძე, ანანო ნოზაძე, თორნიკე სახიაშვილი, ლიზი კუჭუაშვილი და გიორგი ჟორჟოლიანი.
წლის აქტიური სტუდენტის ნომინაციაში ჯილდო გადაეცა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს, დაჩი დანელიას.
ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, თორნიკე კურტანიძე და მარიამ სანდუხაძე, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, დემეტრე ვარდუკაძე.
ღონისძიების ბოლოს აუდიტორიას დამდეგი შობა-ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა უნივერსიტეტის მასკოტმა - მისტერ შეპარდმა.
წლის შემაჯამებელ აქტივობას ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლები - თამარ ოყუჯავა და მარიკა ჩხენკელი უძღვებოდნენ.
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება