კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, სასწავლო კურსში „მენეჯმენტის საფუძვლები“, რეფერატების დაცვა გაიმართა.
აღნიშნული კურსის ხელმძღვანელია პროფესორი ნინო ზარნაძე, ასისტენტი კი თამარ ქავთარაძე.
„სტუდენტობა განმანათლებლობის პროცესში მონაწილეობაა. იყო სტუდენტი ნიშნავს იბრძოლო ყოველდღიურად საკუთარი მიზნებისთვის, საზოგადოების კეთილდღეობისა და შენი ქვეყნის მომავლისთვის. განათლება არის დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობა. ლექტორის მოვალეობაა მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა დააგროვოს ცოდნა, ასწავლოს მისი გაზიარება და საზოგადოების გაძღოლა უკეთესი მომავლისკენ - სწორად ამისთვის ვიბრძვით ჩვენ!“ - აცხადებს პროფესორი ნინო ზარნაძე.
აღნიშნული ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სასტუმრო “The Westin Hamburg“ (Courtyard by Marriott, Germany) დეპარტამენტის მენეჯერი ნინო გოთუა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, რაც თანამედროვე მენეჯმენტში წარმატებული პროფესიული პრაქტიკის საფუძველია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება