„გერმანიის გაერთიანების გამოცდილება საქართველოსთვის“ - სამეცნიერო დისკუსია და კონცერტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
17 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მუსიკალური დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სამეცნიერო დისკუსია გაიმართა თემაზე: „გერმანიის გაერთიანების გამოცდილება საქართველოსთვის.“
სამეცნიერო დისკუსია ბერლინის კედლის დაცემისა და გერმანიის გაერთიანების 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში ესწრებოდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებზე მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო სტრუქტურები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის მიერ დაფინანსებული ალექსანდრე რუსეცკის სადოქტორო კვლევითი პროექტის ჩარჩოში შექმნილი წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი. (პროექტის სახელწოდებაა - „აფხაზეთის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის ინტერდისციპლინური შედარებითი ანალიზი ინოვაციური 4D-RAV-17 მეთოდით“. სამეცნიერო კვლევის ამ კომპონეტის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის არარეალიზებული შესაძლებლობების ანალიზი (გერმანული განზომილების კომპონენტი).
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
დისკუსიის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის გაიმართა გერმანიის კამერული გუნდის “Voci di Fuoco“ კონცერტი - „My Delight and Thy Delight“. კონცერტში ასევე მონაწილეობას იღებდა თბილისის ფოლკლორული ანსამბლი ,,მძლევარი“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება