3 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია: სოციალური მედიის როლი ბიზნესში“.
ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი ანანო მერაბიშვილი უძღვებოდა. სპიკერმა აუდიტორიას თანამედროვე სამყაროში სოციალური მედიის მნიშნელობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები გააცნო, მათ შორის, სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები, ბრენდის პრინციპები, კონტენტის შექმნა, ინტერაქცია, მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და სხვა.
საჯარო ლექცია CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება