კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საგანმანათლებლო კონკურსი - ,,ქართული ღვინის გზა“
დებულება
საგანმანათლებლო კონკურსი - ,,ქართული ღვინის გზა“ (შემდეგში - „კონკურსი“) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი საავტორო პროექტია.
კონკურსის მიზანია:
კონკურსანტმა თავის ნაშრომში წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების მიხედვით, თავის რეგიონში გავრცელებული ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის განვითარების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე; მოგვითხროს საკუთარი თვალით დანახული ამბავი ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - რეგისტრაცია, ნაშრომების გადმოგზავნა - 2019 წლის 15 მარტიდან - 10 აპრილამდე;
II ეტაპი - ნამუშევრების შერჩევა და მონაწილეებისათვის შედეგების შეტყობინება - 2019 წლის 15 აპრილი;
III ეტაპი - გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება - 2019 წლის 20 აპრილი.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია 20 ქულიანი სისტემით.
შეფასების კრიტერიუმები:
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მარინა უგულავა
საკონტაქტო ნომერი: 577 211444
იხილეთ თანდართული ფაილი - ანკეტა
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება