საგანმანათლებლო კონკურსი - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საავტორო პროექტია, რომლის მიზნებია:
კონკურსი ეძღვნება მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლისთავს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
საგანმანათლებლო კონკურსი შედგება 3 სექციისგან (კონკურსანტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სექცია):
კონკურსანტმა საკონკურსო მასალა უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: schoolprojects@ciu.edu.ge
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი - მარინა უგულავა. ტელ: 577 211444
ჟურნალისტიკის სექცია
ჟურნალისტიკის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე მოამზადოს სიუჟეტი (ვიდეოჩანაწერი), რომლის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია არაუმეტეს 3 წუთისა;
სიუჟეტზე ჯგუფური მუშაობა დასაშვებია (არაუმეტეს 3 მოსწავლე);
ეტაპები:
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი სიუჟეტი, კონკურსის თემატიკიდან გამომდინარე, უნდა ეხებოდეს მეფე ერეკლესთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს: ბრძოლები, დიპლომატიური საკითხები, სამეფო ოჯახი, შთამომავლების ისტორია და სხვა.
ვიდეოჩანაწერის დამზადება ნებისმიერი ტექნიკური საშუალებითაა შესაძლებელი (კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერი ფასდება 10 ქულიანი სისტემით).
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის პირობებსა და თემატიკასთან შესაბამისობა, კერძოდ:
ჟურნალისტიკის სექციის სარეგისტრაციო ანკეტა
კონკურსანტმა მინიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოკადრები; პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები.
ტურიზმის სექცია
(ვირტუალური ექსკურსია)
ტურიზმის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მოამზადოს ვირტუალური ექსკურსია მის მიერ შერჩეულ ადგილზე, რომლის ისტორიაც უკავშირდება მეფე ერეკლეს. კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მარშრუტი და არგუმენტირებული მსჯელობით დაარწმუნოს კომისია თავისი არჩევანის უპირატესობაში, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ამ კონკრეტული ადგილის შემდგომი განვითარების პერსპექტივის შესახებ.
ეტაპები:
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერი ფასდება 10 ქულიანი სისტემით:
ტურიზმის სექციის სარეგისტრაციო ანკეტა
კონკურსანტმა მინიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოკადრები; პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები.
ესსეისტიკის სექცია
თემატიკა (კონკურსანტი ირჩევს ერთ-ერთ თემას):
(კონკურსანტი, თემატიკიდან გამომდინარე, არგუმენტირებულად აფასებს ნ. ბარათაშვილის შემოქმედებას ისტორიულ ჭრილში)
(ერეკლე მეფის, როგორც მხედართმთავრის წარმატების ისტორიები)
(ხელმწიფის ღვაწლი საქართველოში ევროპული განათლების დანერგვის კუთხით)
ეტაპები:
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი ნაშრომი ფასდება 10 ქულიანი სისტემით:
ესსეისტიკის სექციის სარეგისტრაციო ანკეტა
კონკურსანტმა ნაშრომში მინიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია. პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება