25 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ნანა პარინოსის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა მასშტაბური ინგლისურენოვანი სიმულაცია წარადგინეს.
ღია ლექცია-სიმულაცია ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი პოლიტიკურ თოქშოუს დაეთმო, სადაც სტუდენტებმა (ნანო გელანტია, ქეთი იმნაიშვილი, ანანო ნოზაძე, ნინი ჭუმბურიძე) მოირგეს წამყვანებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა როლები. თოქშოუ გაჯერებული იყო რეკლამებით, რომლებიც წარმოაჩინეს სტუდენტებმა: ხატია ქათამაძემ, ქეთი ბიძინაშვილმა და გიორგი გიორგაძემ. ღონისძიებას უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი ლიზი ცოტნიაშვილი.
სიმულაციის მეორე ნაწილის სიუჟეტში სტუდენტებმა გადაინაცვლეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მსოფლიოს 5 დიქტატორი ერთმანეთს შეახვედრეს (გიორგი ჟორჟოლიანი, ლიზი კუჭუაშვილი, თიკა გაზდელიანი, ანა ამბიძე, ნანო გელანტია).
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სტუდენტებმა ინგლისურ ენაში მაღალი კომპეტენცია გამოავლინეს. ზემოხსენებული ტიპის მოდელირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისთვის, რადგან იგი გაჯერებულია ინგლისურენოვანი პოლიტიკური ტერმინებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება