საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 30 მაისს დაგეგმილი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შემოდგომისთვის გადაიდო. შესაბამისად, იცვლება სარეგისტრაციო თარიღებიც, კონფერენციის ჩატარების ზუსტ თარიღს კი მოგვიანებით გაცნობებთ.
განახლებული თარიღები:
28 ივნისი - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
17 ივლისი - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
31 ივლისი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე, თუმცა გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული ცვლილებები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება