სტუდენტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
.jpg)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გიწვევთ
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
მონაწილეობის მისაღებად
საქართველო, თბილისი, 30 მაისი, 2020 წელი
სექციები:
- ბიზნესი
- მედიცინა
- მევენახეობა-მეღვინეობა
- ჟურნალისტიკა
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამართალი
- ირანისტიკა
- მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეებისთვის)
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
- მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
- სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
- კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
- თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
- შრიფტი: ქართული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
- ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
- ინტერვალი - 1,5;
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
მნიშვნელოვანი თარიღები:
17 აპრილი,
|
კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
|
1 მაისი,
|
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
|
15 მაისი,
|
სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
|
30 მაისი,
|
კონფერენციის გახსნა.
|
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
- კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; ასევე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
- მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
- უცხოეთიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
- სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference@ciu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი
- ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
- ნათია ბუთხუზი - კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტი;
- ხათუნა ბურკაძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
- ლაშა ბოდავაველი -კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
- ოლან გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
- ანა გოგილაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, კსუ-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი;
- ალიკა გუჩუა - კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე; ასისტენტი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- თამარ ვახტანგაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
- მამუკა თორია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- თაკო კაპანაძე - კსუ-ს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტი;
- შენგელი კიკილაშვილი - კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორი პროგრამის დოქტორანტი;
- თეა ლაზარაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ლალი მიქელაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ბექა მანაგაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალისტი, კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- ნანა პარინოსი - თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს მოწვეული პროფესორი, კსუ-ს აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კსუ-ს რექტორის თანაშემწე;
- მარინა უგულავა - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- ქეთევან შოშიაშვილი - კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
- ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს კანცლერი;
- ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს რექტორის მოადგილე;
- ანუკი წივწივაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
- მედეა წივწივაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- ლელა წიტაიშვილი - მედიცინის დოქტორი, კსუ-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
- მაია ხელაია - კსუ-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
- ვერიკო ხუციშვილი - კსუ-ს უცხო ენების ცენტრი კოორდინატორი;
- ანა ჯანიკაშვილი - კსუ-ს მულტიმედია ცენტრის კონსულტანტი;
- ბელა ჯაფარიძე - კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
- გიორგი ჩუბინიძე - კსუ-ს ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი.
სამეცნიერო საბჭო
- სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
- მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- ნანა ამირანაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
- ოლან გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
- თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
- კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს რექტორი;
- ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ვლადიმერ მაჭარაშვილი - სამართლის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
- ირმა ბარათაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
- ლალი მეკოკიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
- გია მეფარიშვილი - სამართლის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი;
- როინ მიგრიაული - სამართლის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
- ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
- იაკობ ოფირი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ქართულ-ებრაული კონგრესის გენერალური მენეჯერი;
- მარჟენა ჟაკოვსკა - ვარშავის ომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
- მინდია უგრეხელიძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
- შორენა ქურდაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი;
- ქეთევან შოშიაშვილი -კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
- ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით, კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კსუ-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კსუ-ს პროფესორი;
- ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;
- სერგო ჭელიძე - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
გადადით ბმულზე - კონფერენციაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@ciu.edu.ge