2-5 თებერვალს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“-ს ფარგლებში მეორე დიალოგს უმასპინძლა.
პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
მეორე დიალოგის ფორმატი მიზნად ისახავდა ქვეყანიდან ტვინების გადინების თემაზე სამუშაო ჯგუფების რეკომენდაციების წარდგენას, აზრების შეჯერებასა და ამ გამოწვევაზე ერთობლივი მუშაობის დაწყებას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ აკადემიურ ჯგუფის მოდერატორად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, და ინტერ-რელიგიური ჯგუფის მოდერატორად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი.
ღონისძიებას აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური ორგანზიაციების, ახალგაზრდული გაერთიანებებისა და ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება