20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიქტორინა „ვიცნობდეთ ქვეყნიერებას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის #18, #69, #150, #158, #159, #192 საჯარო სკოლებმა და შპს კერძო სკოლა „პოლიგლოტმა“ (თითოეული სკოლიდან ძირითადად 5-5 მოსწავლე).
ვიქტორინისთვის ძირითადი დავალება მოამზადა ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა ერეკლე უგრელიძემ, ხოლო დამატებითი შეკითხვები კსუ სტუდენტურმა თვითმმართველობამ დიმიტრი ხუბულავას თაოსნობით, ვიქტორინის წამყვანი კი კსუ-ს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი ბაკურ ხუბულავა იყო.
ვიქტორინის დავალება შედგებოდა საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის შესახებ 12-12 კითხვისაგან, რომლებიც მოქცეული იყო სასკოლო პროგრამების ჩარჩოებში. ზოგადი ცოდნის გამოსავლენად ჩატარებულ ორ ეტაპზე მონაწილეებს მიეცათ ვიზუალური შეკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჰერალტიკური სიმბოლოთა და კულტურული ძეგლების ამოცნობის მიზნით.
ოთხივე ეტაპის შედეგების შეჯამების შედეგად თანაბარი 27-27 ქულით დაწინაურებული აღმოჩნდა #69 საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „პოლიგლოტი“. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით მათთვის დამატებითი შეკითხვები დაისვა, სადაც #69 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, შემდეგი შემადგენლობით: ნინო ლომიძე (გუნდის კაპიტანი), მარიამ ჭაბუკიანი, ქეთევან ჩორგოლიანი, მარიამ ბაქრაძე, ლუკა ნაცაური.
ვიქტორინის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი მონაწილეობისა და გამარჯვებისათვის, ხოლო გამარჯვებულებს საუნივერსიტეტო საჩუქრები.
შედეგებს აჯამებდა კომპეტენტური ჟიური: ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ სოლოღაშვილი (თავმჯდომარე), მოწვეული პროფესორი ერეკლე უგრელიძე, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თეა ლაზარაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება