30 სექტემბერს, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს, სასწავლო საგნის „ტურიზმის საფუძვლების“ ფარგლებში, ძველ თბილისში პროფესიული ტური ჩაუტარდათ, რომელიც ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ლალი მიქელაძის ორგანიზებით გაიმართა.
ტური მოიცავდა დედაქალაქის ისტორიულ-კულტურელ ღირშესანიშნაობათა მონახულებას - ფორაქიშველების დარბაზი, ფერიცვალების მონასტერი, დარეჯან დედოფლის სასახლე, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, სიონის საკათედრო ტაძარი, ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია, მეტეხის მაცხოვრის ეკლესია.
სტუდენტებმა აღწერეს ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებული განთავსების, კვების, გართობის ინდუსტრიის ტურისტული სერვისების პრობლემები. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღამის ეკონომიკის განვითარების ფარგლებში დაგეგმილ გასართობ ღონისძიებებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება