კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, რომელმაც პრეზენტაცია ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის „ურკუნდი“ (URKUND) შესაძლებლობებისა და გამოყენების სპეციფიკის შესახებ გააკეთა. მომხსენებელმა შეხვედრაზე პროგრამის ტექნიკურ დეტალებსა და მისი მუშაობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრის მეორე ნაწილი კი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს კსუ-სა და ქსელის კონსორციუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, პროგრამის „ურკუნდი“ გამოყენება კსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე აქტიურად დაიწყო. პირველ ეტაპზე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევითი ნაშრომები მოწმდება.
ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის დანერგვის მიზანია უნივერსიტეტს ჩამოუყალიბოს პლაგიატის აღმოჩენის და მასზე რეაგირების გამჭირვალე და სამართლიანი მექანიზმები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება