იწყება რეგისტრაცია 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.
პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დისტანციური ფორმატით.
დისტანციურად რეგისტრაციისათვის სავალდებულოა:
6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ფაკულტეტის შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ფოტოსურათიანი გვერდი);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
• ფოტოსურათი 3X4;
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისათვის);
• საფასურის გადახდის ქვითარი; პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია სემესტრული საფასურის ნახევარი თანხის გადახდით რეგისტრაცია;
• დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.
ასევე მოგვწეროთ:
• ეროვნება
• იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი
• ტელეფონის ნომერი
• სოციალური სტატუსი
სემესტრული საფასურის (ან ნახევარის) გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა (გადახდა შესაძლებელი იქნება 6 სექტემბრიდან).
სემესტრული გადასახადი შეადგენს:
• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1250 ლარი;
• სამართლის ფაკულტეტი (სამართალი) - 1250 ლარი;
• ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი) - 1250 ლარი;
• მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა) - 1750 ლარი;
• მედიცინის ფაკულტეტი (სტომატოლოგია) - 1475 ლარი;
• მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) - 1250 ლარი;
• მევენახეობა- მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა- მეღვინეობა) -1250 ლარი.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:
მედიცინის ფაკულტეტი registration.medgeo@ciu.edu.ge
ბიზნესის ფაკულტეტი registration.business@ciu.edu.ge
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი registration.social@ciu.edu.ge
სამართლის ფაკულტეტი registration.law@ciu.edu.ge
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი registration.agro@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
გამონაკლის შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს დისტანციურად რეგისტრაციას, შეუძლია დარეგისტრირდეს უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით.
სწავლის დაწყების თარიღია 13 სექტემბერი.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან. პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია სემესტრული საფასურის ნახევარი თანხის გადახდით რეგისტრაცია.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს !
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება