12 ნოემბერს, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებს, სასწავლო საგნის „ღვინის ტურიზმი“ (ლექტორი - ლალი მიქელაძე) ფარგლებში გასვლითი ლექცია და პროფესიული ტური ჩაუტარდათ. ლექცია კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი მიქელაძემ თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას, ავლაბრის უბანში, ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის - ფორაქიშვილების დარბაზში (XIX ს.) ჩაატარა. შემდეგ ბაკალავრებისთვის განხორციელდა პროფესიული ტური სასტუმრო „პენტაუსის“ ღვინის სარდაფში. მთავარმა მენეჯერმა მაიკო მამამთავრიშვილმა სტუდენტებს გააცნო საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების აქტიური ფაზის ტენდენციები, ამ მიმართულებით დაინტერესებული ტურისტების ტიპოლოგია და ინტერესები, შეხვედრა კი ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.
ასევე, პროფესიული ტური ჩატარდა ძველი თბილისის აბანოთუბანში - „ჭრელ აბანოში“, სადაც გენერალურმა მენეჯერმა ნ. სამჭკუაშვილმა სტუდენტებს გააცნო ღვინის სპა, პროცედურებისა და ყურძნის საფუძველზე დამზადებული სარელაქსაციო საშუალებების შესახებ, რომლის დანერგვამაც მომხმარებელთა რაოდენობის და მათი კმაყოფილების დონის ზრდა გამოიწვია.
ტურის დასასრულს ლალი მიქელაძემ და ბაკალავრებმა ძვ. თბილისის ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება