14 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მცირე სამეცნიერო გრანტის „მცოცავი ოკუპაციის შედეგების შედარებითი კვლევა და მისი გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა (პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი; დოქტორანტები: არინა თავაქარაშვილი-პროექტის კოორდინატორი, თორნიკე ზედელაშვილი, მაგისტრანტები: გიორგი მორგოშია, მეგი ჯაყელი, მონიკა შენგელია, ნინო ბოლქვაძე), 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ერგნეთში, მორიგი გასვლითი ღონისძიება განახორციელა. სტუდენტებმა, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი კითხვარის საშუალებით შეისწავლეს ერგნეთის მოსახლეობის პრობლემები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კსუ-ს სამუშაო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ანა ლაფაჩი. სიმბოლურია, რომ კვლევა დასრულდა ოკუპაციის მუზეუმში. გასვლითმა ღონისძიებამ, საქმიან და ემოციურ ვითარებაში ჩაიარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება