საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე განახლდა ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელება.
13 და 14 ნოემბერს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ საფანტომო სწავლების კაბინეტებში ჩატარდა პირველი პრაქტიკული მეცადინეობები სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებთან სასწავლო კურსში „თერაპიული სტომატოლოგიის პროპედევტიკა“.
არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორციელებისას ადმინისტრაციის, ლექტორებისა და სტუდენტების მხრიდან ზედმიწევნითაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, დანართი N 38).
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრად კონტროლდება: უნივერსიტეტის სივრცეში შესვლისა და გადაადგილების წესები, ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულო დისტანციის დაცვა, სრულადაა გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დაცულია ჰიგიენის წესები და სტუდენტთა მცირერიცხოვანი რაოდენობა თითოეულ ჯგუფში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება