საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წევრები (ვენის საზაფხულო სკოლის მონაწილეები), კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები, სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ქეთევან ჭუმბურიძესა და საერთასორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ანა გაბრიჩიძესა და ანა გიორგობიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალგაზრდული პოლიტიკის პერსპექტივების განსაზღვრაში სტუდენტების/ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2250 იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. აღნიშნული რეზოლუცია ეხება ახალგაზრდების ჩართულობას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსოფლიოს მასშტაბით.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე კსუ-ს კურსდამთავრებულმა, ეუთოს აკადემიის მაგისტრანტმა ლაშა კანთელაშვილმა აკადემიის მნიშვნელობასა და ფუნქციის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია, ასევე ისაუბრა ავსტრიის შტად-შლაინინგის მშვიდობის აკადემიასთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, აღნიშნული საკითხების განხილვამ კი სამინისტროს წარმომადგენელთა ყურადღება დაიმსახურა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება