კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა მონაწილეობა მიიღეს ინჟინრებისა და მკვლევარების საერთაშორისო ინსტიტუტიის მიერ ორგანიზებულ სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ბრიუსელში 13-14 მარტს. (International Conference of Law and Political Science, International Institute of Engineers and Researchers)
კონფერენციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით გამოვიდნენ თამარ ნადირაშვილი (სამართლის სადოქტორო პროგრამა) და მარიამ ჯიქია (პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა), რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტის, თამარ ნადირაშვილის მოხსენება შეეხებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გავლენას შრომით უფლებებზე საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების გამოცდილებით (Impact of The EU Association Agreement on Labor Rights (Case of Georgia)). თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და კონფერენციაზე „საუკეთესო ნაშრომის“ (Excellent Paper) ტიტულითაც დაჯილდოვდა.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, მარიამ ჯიქიას მოხსება შეეხებოდა არჩევნებში თანასწორობის პრინციპისა და გენდერული კვოტების თანაფარდობა (Equality in Elections Vs. Gender Quotation) საქართველოში აღნიშნული საკითხის მიმართ დაინტერესება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ნაშრომში მოცემულია კვოტირების სხვადასხვა სახეების ანალიზი რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკის გათვალსიწნებით.
სრული სტატიები დაიბეჭდა საკონფერენციო მასალებში და ინდექსირდება საერთაშორისო ბაზებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება