კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ესპანეთში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 3 სტუდენტი, ფაკულტეტის დეკან ოლან გოცირიძის ხელმძღვანელობით, 7-10 დღიანი ვიზიტით ესპანეთის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში მიემგზავრება.
აღნიშნული ვიზიტის საფუძველია ალკალას, ლა რიოჰას, ბურგოსის (ესპანეთი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმი.
ვიზიტის მიზნებია:
- ესპანეთის მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონების (ტერუარების), ვენახების აგროტექნიკურ ღონისძიებათა თავისებურებების გაცნობა;
- რეგიონის ღვინის საწარმოთა მონახულება, ყურძნის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების, ღვინის დამუშავების სპეციფიკური ოპერაციების, გამოყენებული აპარატურა-დანადგარების გაცნობა;
- ბიომევენახეობა-მეღვინეობის ესპანური გამოცდილების გაცნობა;
- მევენახეობა-მეღვინეობის აქტუალური სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაცნობა;
- მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების გაცნობა;
- ესპანეთის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებების აკადემიური პროგრამების გაცნობა, სასწავლო, პრაქტიკული, სამეცნიერო ხასიათის პერსპექტიული ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.
ვიზიტის პასუხისმგებელი პირი არის ესპანეთის მხრიდან - ქეთევან გორგილაძე, კავკასიის საერთაშორისო უივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ესპანეთში.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შემდეგ ლოკაციებზე სტუმრობა:
- ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცდელი მარნები, სადაც სტუდენტები გადიან პრაქტიკებს, თავად აყენებენ ღვინოს და აწარმოებენ ცდებს;
- ლა რიოჰას სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნები და ლაბორატორიები;
- ლა რიოჰას მარანი - Franco Española;
- მადრიდის სასოფლო სამეურნეო კვლევის ცენტრის (IMIDRA) ბიო მევენახეობის განყოფილება, ლაბორატორიები და საცდელი ტერიტორიები, სადაც ორი ქართული ჯიშიც არის;
- კოღოიუდოს მარანი - Rio Negro.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს ესპანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 2018 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ესპანეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და ამ მიზნით დაგეგმილი აქვს თანამშრომლობის განვითარება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და კერძო სექტორთან.