10-15 ივნისს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, დერმატოლოგი ლალი მეკოკიშვილი, მილანში (იტალია) დერმატოლოგთა მსოფლიო კონგრესს დაესწრო. ლალი მეკოკიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „აკნესა და როზაცეას თანაარსებობა - მონიცენტრული რეტროსპექტული კვლევა“ - წარადგინა.
კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებდა კსუ-ს პროფესორი, დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. კონგრესის ფარგლებში, კსუ-ს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის დერმატოლოგიური საზოგადოებების პრეზიდენტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩაერთვნენ.
დერმატოლოგთა მსოფლიო კონგრესი 4 წელში ერთხელ ტარდება. მომდევნო კონგრესს 2023 წელს სინგაპური უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, დერმატოლოგი ლალი მეკოკიშვილი, ყველაზე მსხვილი სამედიცინო გამომცემლობის (“Springer“), დერმატოლოგთა საზოგადოების ოფიციალური ჟურნალის - “Der Hautarzt“ (დერმატოლოგი) - საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრად აირჩიეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება