24 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის, ზვიად გაბისონიას შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც ფონდსა და უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. რექტორის მისალმების შემდეგ, სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სტუმრებს ფონდის პრიორიტეტები, მიღწევები და გამოწვევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კვლევების განვითარება და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ევროკავშირის ქვეყნებთან. მომხსენებელმა აუდიტორიასთან განიხილა სამეცნიერო ფონდის მიმდინარე წლის კონკურსები მოზარდებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, ასევე ფონდის სახელობითი სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
შეხვედრის მეორე ნაწილში ზვიად გაბისონიამ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმისტრაციული პერსონალის კითხვებს უპასუხა, ვიზიტის დასასრულს კი უნივერსიტეტის ორივე კორპუსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება