21 ნოემბერს, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელშეწყობით, მასტერკლასი თემაზე: ,,კარიერა სადაზღვეო სფეროში" ჩატარდა.
მასტერკლასს, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი - სოსო შავლოხოვი გაუძღვა. ღონისძიებით უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაინტერესდნენ, რომლებმაც მომხსენებლისაგან კომპანიის, მის მიერ შემოთავაზებული სადაზღვეო პროდუქტებისა და პარტნიორების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსმა სტუდენტების შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი მათ სპეციალური დასაქმების განაცხადი შეავსებინა, რის საფუძველზეც კომპანია ახალგაზრდებს პირადად დაუკავშირდება და გასაუბრებაზე მიიწვევს.
შეგახსენებთ, რომ მასტერკლასის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება