5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექკლუბმა, „რა? სად? როდის?“ სპორტული ვერსიის ჩემპიონატის მესამე ფინალურ ტურს უმასპინძლა. ჩემპიონატი მარტიდან დაიწყო, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი ერთმანეთს 10 გუნდი დაუპირისპირდა. თამაში ტრადიცუიულად 36 კითხვისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა შავი ყუთის, ბლიცის, სუპერბლიცისა და სტუმრის რაუნდებს.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ „პრაიმ აუდიტის“ დირექტორი ამირან კილაძე, ბიზნეს ტექნოლოგიების დირექტორი, „შუნგიტ ჯორჯიას“ დირექტორი და დამფუძნებელი არჩილ გოგრიჭიანი, ამავე კომპანიის გაყიდვების მენეჯერი იური კეკელია, „შუნგიტ ჯორჯიას“ პარტნიორები, კომპანია „ფრანტის“ ექსპორტის გენერალური დირექტორი ანდრეი მუხინი და ამავე კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ეკატერინე მასკაევა. სტუმრებმა გუნდებს სიმბოლურად კითხვები დაუსვეს. „შუნგიტ ჯორჯიამ“ ყველა გუნდს, საკუთარი პროდუქციის სასაჩუქრე კალათები გადასცა, ხოლო „პრაიმ აუდიტის“ დირექტორმა ამირან კილაძემ დააწესა „პრაიმ აუდიტის“ თასი, რომელშიც გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდება, ხოლო გუნდის საუკეთესო მოაზროვნე ამავე კომპანიაში სტაჟირების კურსებს გაივლის.
თამაშის დაწყებამდე, ინტელექტკლუბმა გაწეული დახმარებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვა: არჩილ გოგრიჭიანი, ამირან კილაძე, ლაშა გელენიძე, ხოლო გუნდებს „ჰიდრას“, „ბაბილონს“ და „დრიმ ქილერს“, ერთგულებისა და ხუთი სეზონის განმავლობაში ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
თამაში გარდამავალი უპირატესობის ფონზე წარიმართა. პირველი სამეულისთვის 4 გუნდი იბრძოდა - „ჰიდრა“, „ბრაჰმანები“, „ნიკე“ და „ჯოკონდას ღიმილი“. თამაშის მსვლელობისას გამოიკვეთა ორი დუელი, მესამე ადგილისთვის - „ჰიდრა“ და „ნიკე“, რომელიც საბოლოოდ „ნიკეს“ გამარჯვებით დასრულდა, ხოლო პირველი ადგილისთვის ერთმანეთს „ჯოკონდას ღიმილი“ და „ბრაჰმანები“ ეცილებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანსკნელს ფინალური ტურის წინ სამქულიანი უპირატესობა ჰქონდათ კონკურენტთან, „ჯოკონდას ღიმილმა“ მოახერხა თამაში დაბრუნება, მესამე ტურის მოგება, რის შედეგადაც ორივე გუნდს 62-62 ქულა დაუგროვდა. კსუ-ს „რა? სად? როდის?“ ლიგის 5 სეზონის განმავლობაში პირველად დაინიშნა დამატებითი კითხვები, სადაც გამარჯვებას „ჯოკონდას ღიმილი“ დაეუფლა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ინტელექტკლუბისგან ფულადი პრიზები - 500, 300 და 200 ლარი გადაეცათ. თითოეულ მონაწილეს კი წიგნები, სუვენირული ბუები და სერტიფიკატები, ხოლო პრიზიორ გუნდებს კსუ-ს თასი.
ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე და კაპიტანი, რომლებიც დასაჩუქრდნენ, წიგნებითა და სუვენირული ბუებით. სეზონის საუკეთესო მოაზროვნე გახდა გიგი გიორგაძე („ჯოკონდას ღიმილი“), საუკეთესო კაპიტანი კი ნანა კორტავა („ნიკე“).
აღსანიშნავია, რომ გარდა სპორტული ჩემპიონატისა ინტელექტკლუბმა სეზონის მანძილზე ჩაატარა თემატური ქვიზ-ტურები (სპორტი, მუსიკა, კინო, სამეფო კარის თამაშები), ინტელექტუალური დუელი, ჯეპარდი, ბრეინ-რინგი და კროსვორდ-ტური. თოთოეული ტურნირის გამარჯვებული დაჯილდოვდა წიგნებითა და სუვენირული საჩუქრებით.
ინტელექტკლუბის პრეზიდენტი და თამაშების ორგანიზატორი ბაკურ ხუბულავა იყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება