4-5 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე, „იურიდიული კლინიკის'' ფარგლებში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.
„იურიდიული კლინიკა“ 2018/19 წლის გაზაფხულის სემესტრში პირველად განხორციელდა უნივერსიტეტის ბაზაზე და სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სამოქალაქო სამართლის მიმართულებას მენტორ/ადვოკატი მარიკა არევაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებას მენტორ/ადვოკატი - თამარ ლუკავა.
აღსანიშნავია მენტორების წვლილი სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ამის ნათელი მაგალითი კი სტუდენტების მიერ ჩატარებული იმიტერებული სასამართლო პროცესები იყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება