27 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, ფსიქოლოგიის დოქტორის, ალექსანდრე რუსეცკის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ალექსანდრე რუსეცკის სადისერტაციო კვლევის - „აფხაზეთის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის ინტერდისციპლინური შედარებითი ანალიზი ინოვაციური 4D-RAV-17 მეთოდით“ - მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
მომხსენებელი აუდიტორიის წინაშე წარსდგა თემით - „ამბივერტული განათლება და ლიუის კოზერის სოციალური კონფლიქტის თეორია“.
„მოუგვარებელი კონფლიქტებისა და პრობლემების მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა და დაკავშირებულია რეგრესიული აზროვნების დომინირებაზე, ამ პრობლემის საფუძველი კი განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ. წარმოდგენილი ამბივერტული განათლების პრონციპების დანერგვის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია მივიღოთ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგი. ეს აისახება ისეთ მაჩვენებელზე, როგორიცაა გაეროს ბედნიერების ინდექსი. დღეს საქართველო 156 ქვეყნიდან მხოლოდ 128 ადგილზეა (World happiness report).“ - აცხადებს ალექსანდრე რუსეცკი.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამშვიდობო პროცესის რესურსების კვლევის რამდენიმე ინსტიტუციონალური შედეგი:
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, სამშვიდობო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გერაძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი გოჩა ჭუბაბრია, სპორტული დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ზაზა ჯაფარიძე და სხვა საპატიო სტუმრები.
კვლევის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება