17 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გია კვაშილავას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „კავკასიური მოდგმა“ ბლუმენბახის, ჰეგელისა და სხვა სწავლულთა მიხედვით.
ლექციაზე მომხსენებელმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: ბლუმენბახის სამეცნიერო მოღვაწეობა; ადამიანთა თავის ქალების კლასიფიკაცია ბლუმენბახის მიხედვით; ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის მშვენიერი თავის ქალა; ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის თავის ქალისა და მისი ასლის ადგილსამყოფელები; თავის ქალების დახრის კუთხეები; „კავკასიური მოდგმა“.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის თავის ქალის საფუძველზე ბლუმენბახმა ადამიანთა თეთრს მოდგმას „კავკასიური“ უწოდა. ტერმინი „კავკასიური“, რომელიც თეთრკანიანს აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე გამოიყენება.
შეგახსენებთ, რომ მათემატიკოსი გია კვაშილავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარია. ასევე არის აშშ-ის საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრი და აშშ-ის მედიტერანული ასოციაციის წევრი.
საჯარო ლექციას კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება