30-31 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საკონტაქტო სემინარში, რომლის მიზანი იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტმა. სემინარის პირველი დღე საზეიმოდ გახსნა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის უფროსმა, საქართველოს განათლების, მეცნიერიების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. სემინარის პირველ დღეს განიხილეს Erasmus+-ში საქართველოს ჩართულობა და ასევე გაკეთდა წარმოდგენილი ევროპული უნივერსიტეტების და ქვეყნების უმაღლესი საგანმანალებლო სისტემების პრეზენტაცია. სემინარის მეორე დღე მთლიანად დაეთმო უნივერსიტეტებს შორის კონტაქტების დამყარებას ე.წ. “speed dating”-ის პრინციპით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში. მის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული Erasmus+ პროგრამებში და ახორციელებს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლით და ინსტიტუციური თანამშრომლობის პროგრამებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება