29 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინსულტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი კსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის დოქტორს, ნევროლოგ სოფიო კასრაძეს დაეთმო, თემაზე „გზავნილები მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციიდან“. მომხსენებელმა მისი კარიერული გზა მიმოიხილა, ასევე ისაუბრა ნევროლოგიაზე, ინსულტის გამომწვევ რისკ-ფაქტორებსა და ინსულტის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში კი სტუდენტთა წინაშე კსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი გიორგი ლომიძე წარსდგა, თემით: „ინსულტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ზრუნვის თანამედროვე მიდგომები“. მომხსენებელი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა ინსულტის გამომწვევი მიზეზები, პრევენცია და მასთან ბრძოლის ხერხები; ინსულტის სტატისტიკა; ინსულტის დიაგნოზირება; სფეროში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები; სწრაფი რეაგირება და გამართული სამედიცინო მომსახურება.
საჯარო ლექცია კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება