ინფორმაცია სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული განახლებული რეკომენდაციების საფუძველზე (მინისტრის 1 ოქტომბრის MES 0 21 0001011252 ბრძანება), სტუდენტთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 11 ოქტომბრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების პროცესი განხორციელდეს ნახევრად ელექტრონული სისტემით შემდეგი სახით:
- 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე განხორციელდება ჰიბრიდული სწავლების ფორმით ელექტრონული სწავლების წესის შესაბამისად;
- კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსების სწავლება 11 ოქტომბრიდან განხორციელდება არადისტანციურად დანართის შესაბამისად;
- მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსები განხორციელდება არადისტანციურად, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკისა და მოცულობის ჯგუფების გათვალისწინებით;
- სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც კლინიკურ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს გადიან პაციენტთან კონტაქტით, მოეთხოვებათ წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ.
სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე სასწავლო პროცესი სრულად გრძელდება დისტანციურად.
სწავლების ფორმატთან დაკავშირებით იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით:
მედიცინის ფაკულტეტი
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი