5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ფარეშიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „თანამედროვე პოლიტიკური პროცესების რელიგიური ფაქტორი (ქრისტიანობის და ისლამის მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე.
ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტებია ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა შუბითიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ფარეშიშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება