სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
კლინიკური მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (პედიატრია).
კონკურსი ცხადდება 2020 წლის 01 ოქტომბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2020 წლის 02 ნოემბრიდან 2020 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 06 ნოემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2020 წლის 09 ნოემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 09 ნოემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე hr@ciu.edu.ge
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება