17 სექტემბერს, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის - გია ჩუბინიძის ინიციატივით, ფარმაციის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, თბილისის უძველეს აფთიაქში პროფესიული ტური განხორციელდა.
ფარმაციის საბაკალავრო პროგარამაზე მაღალი საკონკურსო ქულებით ჩარიცხული პირველკურსელები ესტუმრნენ აფთიაქს, რომელიც 1829 წლის 6 მაისს პროვიზორ შენბერგის მიერ გაიხსნა. აფთიაქის შენობაში ამჟამად განთავსებულია კომპანია „გეფას“ ჯიპისის აფთიაქი.
კომპანიის წარმომადგენლებმა, რეგიონულმა მენეჯერმა ნინო ბურკაძე და აფთიაქის მენეჯერმა ნინო ციხიშვილმა სტუდენტებს გააცნეს აფთიაქის ისტორია, აფთიაქის საქმიანობის სპეციფიკა, ისაუბრეს პროფესია ფარმაცევტზე, დასაქმებასა და კარიერულ კიბეზე, ასევე გასცეს ამომწურავი პასუხები სტუდენტთა კითხვებზე.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება