2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანელი, კანადელი, დანიელი და შვედი - ჯამში 28 სტუდენტი ჩაირიცხა, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ისწვლიან.
სტუდენტებისათვის, 8 ნოემბერს დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორ ნაწილად წარიმართა. პირველ ეტაპზე, სტუდენტებს, კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - ლალი მეკოკიშვილი მიესალმნენ. კსუ-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. ღონისძიებას კსუ-ს სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული რგოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, კსუ-ს სტუდენტმა-მენტორებმა დაათვალიერებინეს.
დახვედრის საზეიმო ცერემონიალის მეორე ნაწილში, დიდმა ბრიტანელმა, კანადელმა, დანიელმა და შვედმა სტუდენტებმა, კსუ-ს სტუდენტ-მენტორებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან ერთად, “Welcome party” არაფორმალურ გარემოში აღნიშნეს. ღონისძიებას მუსიკალურად უნივერსიტეტის ბენდი აფორმებდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება