28 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა, 200 წლიანი ისტორიის საწნახელში, ქართული ტრადიციული მეთოდით ყურძენი დაწურეს, რომელიც ქვევრში დადუღდება და დავარგდება.
ღონისძიებაზე ასევე ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდა.
პროცესს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, სქიმმონაზონი ხევისბერი ნეოფიტე და უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება