18 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის საბჭოს ექსპერტის, კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ თამარ ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებები“.
სპიკერმა ევროპის საბჭოს დაარსებისა და განვითარების პერიპეტიები მიმოიხილა, სადაც ყურადღება ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე გაამახვილა და ამ კუთხით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე ისაუბრა. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს საქმიანობა და ქვეყნის არჩევა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის აქტუალური საკითხებით დაინტერესებულიყვნენ.
საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება