კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივ პროექტი - „ღვინის ტურიზმის“ ტრენინგკურსი წარმატებით დასრულდა.
ტრენინგს უძღვებოდნენ გამოცდილი ქართველი და ესპანელი ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად შესთავაზეს როგორც გასტრონომიული ტური - „ქართული ყველის შეხამება ქართულ ღვინოსთან“, ისე მასტერკლასები ღვინის დეგუსტაციასა და სერვირებაში.
კურსის ფარგლებში გაიმართა ღვინის ტური „იაგოს მარანში“, სადაც მონაწილეები გაეცნენ მარნის კონცეფციასა და პოზიციონირებას, ღვინის ტურიზმის ბიზნესის მართვის ძირითად ასპექტებს და დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
ტრენინგკურსის დასასრულს ჩატარდა ფინალური გამოცდა, რომლის შედეგადაც გამოვლენილი 4 გამარჯვებული გაემგზავრება ესპანეთში, სადაც მიეცემა უფასო ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ კურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ორენოვანი სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება