22 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ევროკავშირის ახალ ინიციატივაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძე გაუძღვა.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ინიციატივის უმთავრესი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივ დონეზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ინიციატივის წარდგენის შემდეგ, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესაძლო ჩართულობაზე პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის ეკონომიკური გეგმების შემუშავებასა და დახვეწაში დახმარებას ითვალისწინებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება