კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2018 წლიდან წარმატებით დაინერგა ფინალური გამოცდების შეფასების ახალი მეთოდით, ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ფორმატით ჩატარება.
29 იანვარს, “OSCE -ის“ ფორმატით, მედიცინის ფაკულტეტის უცხოელმა სტუდენტებმა ფინალური გამოცდა სასწავლო დისციპლინაში - „შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა და ფიზიკური კვლევის მეთოდები“, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე ჩააბარეს. გამოცდა ორ ეტაპად: კლინიკურ სადგურებში და ტესტირების ოთახში - 14-მა სტუდენტმა ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ წელს უკვე გაორმაგებულია საგამოცდო სადგურების რაოდენობა. (8 სადგური)
გამოცდის მიმდინარეობას, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - ლალი მეკოკიშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ცოდნისა და უნარების შეფასების ახალ მეთოდს წარმოადგენს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო განათლების ერთ‐ერთ ძირითად სტანდარტადაა აღიარებული.
ეს მეთოდი გამოიყენება სტუდენტის მიერ შეძენილი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ჩამოყალიბებული კლინიკური კომპეტენციების შესაფასებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება