1-5 მარტს, ვაშინგტონში (აშშ), ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ექიმი დერმატოლოგი, პროფესორი, დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების (ISD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლალი მეკოკიშვილი დაესწრო. მან მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო, მათ შორის აღსანიშნავია დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საზოგადოების ახალი მისიისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
ლალი მეკოკიშვილმა მონაწილეობა მიიღო ISD რეგიონალური ღონისძიებების კომიტეტის სხდომაშიც, როგორც აღნიშნული კომიტეტის წევრი. კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა მიიღოს გადაწყვეტილებები გლობალურად დაგეგმილი საერთაშორისო დარგობრივი კონგრესების გრანტით დაფინანსებისა და ISD რეგიონალური ღონისძიების სტატუსის მინიჭებაზე.
აღსანიშნავია, რომ დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება წარმოადგენს დერმატოლოგიაში ლიდერ ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებული არიან კოლეგები მთელი მსოფლიოდან, აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში წარმომადგენლობა კი დიდი მიღწევაა საქართველოსთვის.
გარდა ზემოთაღნიშნული შეხვედრებისა, კონგრესის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალის - „Dermatologic Therapy” სარედაქციო კოლეგიის სხდომა, რომლის წევრად ლალი მეკოკიშვილი არჩეულია 2016 წლიდან. სხდომაზე განიხილეს ჟურნალის იმპაქტის გაზრდის მექანიზმები, ასევე დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის სამეცნიერო პუბლიკაციების უფასოდ გამოქვეყნების შესაძლებლობის საკითხი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება