12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ჩეხეთიდან სამხრეთ მორავიის დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სავაჭრო მისიით ჩამოვიდნენ.
ჩეხეთის წარმომადგენლებს შორის იყვნენ მენდელუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტების ხელმძღვანელები, ასევე სამხრეთ მორავიის საკონსულოს წევრი იანა პეიხალოვა და ჩეხური ღვინის კომპანია “Skalák“-ის დამფუძნებლები - ლეონა შიებესტოვა და ლუდეკ შიებესტა, რომლებსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორი კახაბერ კორძაია და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე შეხვდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, ახალი ბიბლიოთეკა და მარანი. დააგემოვნეს მარანში დამზადებული რქაწითელი და თავკვერი, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სტუმრებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ღვინის განვითარებული რეგიონის როლი. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები გაიმართა კსუ-სა და მენდელუს უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ბიზნესისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების მიმართულებით, ასევე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერასმუს+-ში ერთობლივი განაცხადის შეტანის შესახებ. შეხვედრა კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება