კავკასიის რეგიონში ბრიტანული განათლების ხელმისაწვდომობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გლოსტერშირის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
5 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გლოსტერშირის უნივერსიტეტის მაღალი რანგის დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მეთიუ ენდრიუ (უნივერსიტეტის მდივანი და არქივარიუსი), ალისონ კორადი (უფროსი ლექტორი), დომინიკ სტოუნი (აკადემიური თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი) და დები ჯონსი (აკადემიური თანამშრომლობის სუპერვაიზერი).
გლოსტერშირის უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ კახაბერ კორძაიას სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში კი სტუმრებმა უნივერსიტეტის კამპუსი, ბიბლიოთეკა და მულტიმედია ცენტრი დაათვალიერეს.
ვიზიტის მიზანი იყო ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა. შესაბამისად, უნივერსიტეტებს შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც ორივე მხარე დაინტერესებულია დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა და შეთანხმდნენ აღნიშნული ვალდებულებისთვის ფორმალური სახის მიცემაზე ხელშეკრულების დადების გზით.
ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი არის BTEC Management-ის საკონსულტაციო ჯგუფის (საქმიანობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) წარმომადგენლების, დოქტორ აშა პიტერის და ჰერმან როარკის მიერ შედგენილი, რაზეც მუშაობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
მემორანდუმი პირველია კავკასიის რეგიონში, რისთვისაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლიერია გაერთიანებული სამეფოს გლოსტერშირის უნივერსიტეტის.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე BTEC-ს.
აღსანიშნავია, რომ ამ მემორანდუმით უფრო მეტი სტუდენტი ისარგებლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება