2021 წელს ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტთან (რუმინეთი) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტით გახდა სენსორული განათლებისა და სურსათის ანალიზების საერთაშორისო კონსორციუმის წევრი ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტთან, რუმინეთის სერტიფიცირებული დეგუსტატორების ეროვნულ ფედერაციასა და იტალიის სენსორული ანალიზის საერთაშორისო აკადემიასთან ერთად.
აღნიშნული კონსორციუმის წევრების თანაორგანიზებით, 1-2 აპრილს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სენსორული განათლება და სურსათის ანალიზები“ (International Conference on Sensory Education and Food Analysis).
კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიესალმა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლანი გოცირიძე.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ხუთი ნაშრომი წარადგინა, რომლებიც აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტების მიერ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევების საფუძველზე მომზადდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება