ამერიკულ პროექტს - „GLE” (Global learning Experience), რომელშიც საქართველოდან მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია ჩართული, "ინოვაციური სწავლებისთვის" - The Damrich Award - ჯილდო გადაეცა!
2022 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დეპოლის უნივერისტეტთან (აშშ, ჩიკაგო) არა მხოლოდ მედიაგანვითარების, არამედ გლობალური სწავლებისა და გამოცდილების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს.
„GLE“ პროექტში, რომელშიც 5 ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ, საქართველოდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი - ზაზა ცოტნიაშვილი წარმოადგენდა, რომელიც ერთროულად, დეპოლის უნივერსიტეტის ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის კითხულობდა ლექციებს თემებზე: საინფორმაციო ომები, კიბერ ომები და პროპაგანდა.
ინოვაციური სწავლების ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მეთოდების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა, რაც CIU-ს სტუდენტების პროფესიულ ჩართულობასაც ისახავს მიზნად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება