14 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ით დაიწყო, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. გუნდების პირველი წრის შეხვედრისგან განსხვავებით (6:4) მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა.
კსუ მეთერთმეტე წუთზე წინ გიორგი ღავთაძის გოლით გავიდა. მეორე ნახევარში მერაბ ბოლოთაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი ლუკა ფარცვანიამ მიითვალა და EU საბოლოოდ უშუალო კონკურენტთან 4:1 დამარცხდა. კსუ-მ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. გიორგი ღავთაძე, კსუ: „ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში გვექნებოდა. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ და ჯერ შეთამაშება გვაკლია. დრო გვჭირდება, რომ კარგად დავამუშავოთ ის ტაქტიკები, რასაც მწვრთნელები გვასწავლიან. პირველი ტაიმი უფრო რთულად ჩავატარეთ, შემდეგ მოწინააღმდეგის შეცდომების ხარჯზე სამი გოლი გავიტანეთ. ამ ეტაპზე, პლეიოფში გასვლა მთავარი მიზანია და ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება