უცხოელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
განათლების სამინისტროს ორგანიზებით იწყება უცხოელი სტუდენტების საქართველოში ჩამოყვანა, რისთვისაც დადგენილია შემდეგი პირობები:
1) სტუდენტი ვალდებულია დაეზღვიოს ქართულ სადაზღვევო კომპანიაში კოვიდის ხარჯების ანაზღაურების პირობით, რონლოს თვიური საფასური იქნება 10-15$ (უნივსერსიტეტი მუშაობს ყველაზე ხელმისაწვდომი პაკეტის შეთავაზებაზე);
2) სტუდენტთა ჩამოყვანა მოხდება ჩარტერული რეისებით. ბილეთის ღირებულება იქნება მაქსიმალურად ადექვატური;
3)საქართველოში შემოსვლოსთანავე სტუდენტი განთავსდება საკარანტინე სასტუმროში 12 დღე. საფასურის გადახდა მოხდება უნივერსიტეტის თანადაფინანსებით - სტუდენტი გადაიხდის დღეში 60 ლარს, ჯამში 720 ლარს;
4) საკარანტინე სივრცეში სტუდენტმა უნდა გაიკეთოს PCR ტესტი, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 200 ლარი;
5) შემოყვანა მოხდება პერიოდულად, სექტემბრიდან ნოემბრამდე. ჩამოსვლამდე სტუდენტები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან ონლაინ.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი 24 აგვისტომდე, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ჩამოყვანის ორგანიზება -
ბმული