,,მუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები“, ,,ქართული ღვინის როლი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში“, ,,ველური ვაზის ფორმების საკოლექციო შესწავლა ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე“, ,,ადგილწარმოშობის ღვინო - ,,მუკუზნის“ მარნის დაგეგმარება - ეს იმ სამაგისტრო ნაშრომების არასრული ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც 18 ივლისს, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი გამოშვების მაგისტრანტებმა, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, კომისიას წარუდგინეს.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე, 9 მაგისტრანტი წარსდგა. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სამაგისტრო დაცვების კომისიას, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - გურამ პაპუნიძე თავმჯდომარეობდა.
კომისიის წევრები:
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, მაგისტრანტების ნაშრომის ხელმძღვანელები, რეცენზენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამაგისტრო ნაშრომების კომისიამ, მაგისტრანტების მოხსენებების მოსმენის შემდგომ, საბოლოო შეფასებები და ქულები გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს მეევნახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი გამოშვების მაგისტრანტებმა, კომისიის წევრების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს, რაც შემდგომ უკვე ქულებში აისახა. კომისიის გადაწყვეტილებით, მაგისტრანტებს, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება