საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ კალათბურთის ჩემპიონატში, საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის ფარგლებში, 20 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს.
კსუ-ს გუნდი, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, სადაც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად კიდევ შვიდი უნივერსიტეტის გუნდი იბრძვის.
29 ივნისსა და 2 ივლისს, კსუ-ს გუნდმა, ნახევარფინალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ორი მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ, ანგარიშით 110 : 87 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩში, კსუ-ს კალათბურთელებმა, ერთქულიანი უპირატესობით დაამარცხეს მოწინააღმდეგე.
ჩემპიონატის წესების მიხედვით, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინალში გავიდა, ხოლო კსუ-ს საკალათბურთო გუნდი მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება