ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლო" /> ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლო" /> ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლო">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში - ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართა.
ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კსუ-ს აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა წარუდგინა.
გერმანელი ქირურგისა და ონკოლოგის საქართველოში ვიზიტის ძირითადი აქტივობები, კსუ-ს აფლირებული კლინიკის - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა - მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა - ზურაბ რაინაულმა მიმოიხილა.
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ზოგადმა ქირურგმა და პროფესორმა - გიორგი კორახაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას, კლინიკის მისიის, საქმიანობისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ღონისძიების ძირითად ნაწილში, გერმანელი ქირურგ-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა, ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საქართველოს კლინიკების წამყვან სპეციალისტებსა და კსუ-ს სტუდენტებს ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი ქირურგისა და ონკოლოგის ვიზიტის ფარგლებში, 29 ივნისს, უნივერსიტეტსა და Diakonissen-Stiftungs-Krankenhaus Speyer-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ერთის მხრივ, ხელი კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და მეორეს მხრივ - დირკ ჯენტშურამ მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება