კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, კსუ-ს სტუდენტებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ირა" /> კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, კსუ-ს სტუდენტებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ირა" /> კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, კსუ-ს სტუდენტებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ირა">
კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, კსუ-ს სტუდენტებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ირაკლი უჯმაჯურიძე შეხვდა და საჯარო ლექცია - ,,დამოუკიდებლობა და ერების როლი მსოფლიო პოლიტიკაში“ ჩაატარა.
მომხსენებელმა ძირითად განსახილველ საკითხებად - დამოუკიდებლობა, ერი და მსოფლიო პოლიტიკა შეარჩია და თავისი მოხსენებაც ამ კუთხით წარმართა.
ძირითადი ტერმინების დეფინიციის შემდგომ, ირაკლი უჯმაჯურიძემ საერთაშორისო ურთიერთობებში თვითგამორკვევის, თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების საფუძვლების, საერთაშორისო ურთიერთობებში, კარტოგრაფიის განვითარების როლის, ტერიტორიის, როგორც სახელმწიფოს ატრიბუტიკისა და ნეგატიური საერთაშორისო ურთიერთობებიდან, პოზიტიურ საერთაშორისო ურთიერთობებამდე - საკითხებზე ისაუბრა.
ლექცია, ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმით ჩატარდა, სადაც კსუ-ს სტუდენტებს საშუალება მიეცათ საკუთარი პოზიცია გამოეხატათ და დამატებითი კითხვები დაესვათ მომხსენებლისათვის.
აღსანიშნავია, რომ კსუ-სა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი, უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და სააგენტოს დირექტორმა - ირაკლი უჯმაჯურიძემ მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება